ბიზნესი
02/10/2023

"სვანური ფარდულის" მიერ წარმოებული პროდუქცია ქსელურ მარკეტებშიც გაიყიდება

კოპანია "სვანური ფარდული", 2024 წელს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის დამფუძნებელმა, დავით პაკელიანმა განუცხადა.

"სვანური ფარდული" ზემო სვანეთში არსებული საწარმოა, რომელიც მომხმარებელს ზეითუნის ზეთს,თაფლს, სვანურ მარილს, აჯიკებსა და საწებლების ნაირსახეობას სთავაზობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, ამჟამად სხვადასხვა ქსელურ მარკეტებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მომავალ წელს პროდუქციის ქსელურ მარკეტებში შეტანა იგეგმება. თუმცა კონკრეტული მარკეტები, თუ სად შეიძლება პროდუქცია განთავსდეს, ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

"პროდუქციის რეალიზაცია, ძირიათადად ფესტივალებისა და ონლაინ გაყიდვების საშუალებით ხდება. წელს უკვე აქტიურად დავიწყეთ წარმოების ზრდაზე მუშაობა, რისთვისაც ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწები მოვამზადეთ,"- აცხადებს პაკელიანი.

რაც შეეხება ექსპორტს, "სვანური ფარდულის" დამფუძნებელი განმარტავს, რომ მათთვის პრიორიტეტული ადგილობრივი ბაზრის ათვისებაა. ქართული ბაზრის ათვისების შემდეგ კი, უკვე შესაძლებელი იქნება საექსპორტო ბაზრებით დაინტერესებაც.

კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ FAO-ს(გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მიერ გაცემული სერთიფიკატი, ბიზნესისა და სურსათის მართვის მიმართულებით მიიღო და უახლოეს მომავალში, მათი ახალი პროდუქტების, როგორიცაა სვანური მარილი ქონდრით, ჩიათი და სელით, წარმოების ზრდა მოხდება.

ცნობისთვის, კომპანია "სვანური ფარდული" პროდუქციის ძირითად ნაწილს სვანეთში აწარმოებს, თუმცა მიწის ნაკვეთები კახეთსა და სამეგრელოში აქვს, რათა ისეთი პროდუქტებიც აწარმოოს, რომლებიც სვანეთის ტერიტორიაზე არ მოიპოვება. 

კომპანია მომხმარებლებს აჯიკების, სვანური მარილისა და საწებლების ნაირსახეობას სთავაზობს. ამასთან ყველა იმ პროდუქციას, რომელიც სვანური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023