ბიზნესი
16/06/2023

Ska Juice Bar-ი ბათუმში 2 ფილიალს გახსნის

ქართული კომპანია Ska Juice Bar-ი, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ სასმელსა და საკვებს სთავაზობს, ბათუმში 2 ფილილას გახსნის - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან"  კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა გიორგი ტალახაძემ განაცხადა.

"ბათუმში ორი ობიექტის დამატებას ვგეგმავთ, ერთი იქნება "ბათუმი მოლში", რომელიც მომდევნო კვირაში გაიხსნება, მეორე ფილიალის გახსნას კი ზაფხულის ბოლოს "გრანდ მოლში" ვგეგმავთ, რომელიც შენების პროცესშია და საკმაოდ კარგ და ახალ ბრენდებს გააერთიანებს,"- ამბობს ტალახაძე.

მისივე თქმით, Ska Juice Bar-ის ინვესტიცია "გრანდ მოლში" დაახლოებით $150 000-ია, ხოლო "ბათუმი მოლის" ფილიალი სტენდის ტიპისაა და ამ შემთხვევაში ინვესტიცია თითქმის 4-ჯერ ნაკლებია. 

"ამ წლის გეგმაში საქართველოს სხვა ლოკაციების ათვისება არ გვაქვს, თუმცა ბოლო ერთი წელია აქტიურად ვმუშაობთ საზღვრებს გარეთ გასვლაზე, ცენტრალური ევროპაა ის ტერიტორია, რომელსაც ვუყურებთ და იმედი გვაქვს რამდენიმე თვეში კონკრეტული სიახლეები გვექნება."-აღნიშნავს გიორგი ტალახაძე.

შეგახსენებთ, Ska Juice Bar-ი ამჟამად თბილისში 13, ბათუმში კი 1 ფილიალითაა წარმოდგენილი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023