ბიზნესი
22/10/2021

"სინერჯი" "აიტექნიკსის" პარტნიორი-მეწილე გახდა

კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯი“ „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა.შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი.

„აიტექნიკსი“ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.კომპანია „Apple“-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, სტატუსით „Apple”-ის ავტორიზებული გამყიდველი. ამჟამად აქვს 4 ფილიალი, მათ შორის ერთი მაღაზია ბათუმში და ასევე სერვისცენტრი თბილისში.

როგორც "აიტენქნიკსში" აცხადებენ,ნებისმიერი თანამშრომლობის დაწყებისას, უმნიშვნელოვანესია საერთო ხედვებისა და მიდგომების ქონა, რაც  „აიტექნიკსსა“ და „სინერჯის“ აერთიანებს.

"ჩვენი მთავარი მიზანია - შევქმნათ მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი, უნიკალური მომსახურების გამოცდილება და გარემო. ამდენად, ყოველთვის პრიორიტეტულია წინსვლა და განვითარება. მთავარი მოტივაცია, რის გამოც „სინერჯისთან“ პარტნიორობის გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ „აიტექნიკსი“ გახდეს მოწინავე კომპანია ქართულ ბაზარზე, შექმნას უმაღლესი სტანდარტების მქონე მომსახურება და სერვისი და განაგრძოს მომხმარებლებზე ზრუნვა.

გვჯერა, რომ „სინერჯისთან“ პარტნიორობით ჩვენს ყველა პოტენციალს სრულფასოვნად გამოვიყენებთ და „აიტექნიკსი“ მომხმარებლებისთვის შეუცვლელი ბრენდი გახდება. ვფიქრობთ, რომ  „სინერჯი“ თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ჩვენს კომპანიას დაეხმარება მიზნების მიღწევაში, გაფართოებაში, კაპიტალისა და კომპანიის ღირებულის ზრდაში” - აცხადებენ  „აიტექნიკსში".

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპიდან „აიტექნიკსმა“ შეიძინა წილობრივი პარტნიორი „სინერჯის“ სახით, კომპანიის სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში.

„სინერჯის“ წარმომადგენელი თამარ ჯაბუა განმარტავს, რომ აღნიშნული შეთანხმება კარგ შესაძლებლობებს იძლევა შემდგომი განვითარებისთვის. 

„ძალიან კარგი კომპანია შემოუერთდა ჩვენს პორტფელს. „აიტექნიკსი“ თავისი არაჩვეულებრივი გუნდით და უკვე მიღწეული შედეგებით, ასევე თვითონ ბაზარიც, ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა შემდგომი განვითარებისთვის. მნიშვნელოვან ზრდის პოტენციალს ვხედავთ როგორც ასორტიმენტის გაფართოებაში, ისე ქსელის და დისტანციური გაყიდვების არხების განვითარებაში.“ - აცხადებს „სინერჯის“ წარმომადგენელი თამარ ჯაბუა. 

„სინერჯი“ არის კაპიტალის ზრდის კომპანია, რომელიც ყიდულობს 20%-იდან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში და სტრატეგიულ-ორგანიზაციული განვითარებითა და საჭიროებისას კაპიტალის დამატებით, უზრდის მათ ღირებულებას.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023