ბიზნესი
10/12/2020

“სესხების სუბსიდირების პროგრამის გარეშე, დეველოპერული სექტორი ჩამოიშლება“ - “არსი“

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ თუ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა არ გაგრძელდება,  ეს სექტორი ძალიან სწრაფად ჩამოიშლება“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.

დეველოპერი მიიჩნევს, რომ ნეგატიური შედეგი ძალიან მალე 2-3 თვეშივე იქნება ხელშესახები. ამ დრომდე სექტორში სტაბილურობა ამ პროგრამამ განაპირობა. „ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული დროული და სწორი ნაბიჯი“, - მიიჩნევს ბესო ორთოიძე. დეველოპერი  პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ  კარგი იქნება თუ მეტი პირისთვის გახდება შესაძლებელი სესხის პროცენტის სუბსიდირებით სარგებლობა.

„ერთი მიზეზი და არგუმენტიც კი არ მაქვს,  რატომ შეიძლება არ გააგრძელოს პროგრამა სახელმწიფომ. ბიუჯეტის მხრიდანდაც თუ შევხედავთ, ფინანსურ ნაწილს, ეს არის ბიუჯეტის მხრიდან სწორი ინვესტიცია. გაცილებით მეტს იღებს სახელმწიფო,  ვიდრე ხარჯავს. მარტო წელს რაც დაიხარჯა 70 მილიონის მეხუთედი - 14 მლნ, ეს უკვე ამოღებულია. ჩვენ 70 მილიონზე მეტი პირდაპირ გადავიხადეთ   ჩვენთან შემოსული სესხებზე დამატებული ღირებულების სახით. მხოლოდ წელს გადავიხადეთ ის თანხა, რაც სახელმწიფომ 5 წელიწადში უნდა დახარჯოს“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორში მთავარია მოლოდინები, არ უნდა გაჩნდეს მოლოდინი, რომ ფასები დაეცემა და  სექტორი ჩამოიშლება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023