ბიზნესი
30/12/2020

სამომხმარებლო საქონლის ბაზარზე მსხვილი სუპერმარკეტების წილი იზრდება

სამომხმარებლო საქონლის ბაზარი FMCG პანდემიის მიუხედავად იზრდება, - ახალი კვლევა „თიბისი კვლევამ“ წარადგინა.

კვლევა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე იზრდება FMCG ბაზარზე ორგანიზებული მოთამაშეების წილი (მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები). მაგალითად, თუ  2016 წელს არაორგანიზებული ბაზრის გაყიდვები 82% შეადგენდა, 2019 წელს ის 70%-მდე შემცირდა, 2020 წელს 64%-მდე დაიკლებს, ხოლო 2022 წლისთვის 60%-მდე.

შესაბამისად, 2020 წელს ჯამურ გაყიდვებში შერჩეული ორგანიზებული ობიექტების წილი 36%-მდეა გაზრდილი მიაღწევს.

ორგანიზებული FMCG ბაზრის მოთამაშეებისთვის წილი იზრდება, რაც ახალი მაღაზიების გახსნით არის განპირობებული, ამასთან, იზრდება საშუალო ზომის მოთამაშეების წილიც.

კვლევა აჩვენებს, რომ ორგანიზებული ბაზარი ფართოვდება თბილისიდან რეგიონებისკენ, თუმცა ზოგიერთი დიდი რეგიონი კვლავ აუთვისებელი რჩება.

კიდევ ერთი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა უნაღდო დანახარჯების როლის ზრდაა FMCG ბაზარზე. 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საშუალო ჩეკის მოცულობა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023