ბიზნესი
08/09/2022

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება

კომპანია Group Anaklia დეკემბრიდან სამკურნალო-მინერალურ წყალ „ლუგელას“ ადგილობრივ ბაზარზე გამოიტანს. Group Anaklia-ს რეგიონული მენეჯერი ირაკლი წიფურია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანია ამჟამად ტექნიკურ დეტალებზე მუშაობს. 

„უკვე მოგვარებულია ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად საჭირო დოკუმენტაცია, ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვა გვაქვს. ჩამოსხმა-რეალიზაცია დეკემბრიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცია კომპანიის გაყიდვის ოფისებიდან (თბილისში 1 ოფისი, ზუგდიდში -1 ოფისი)  მოხდება. „ლუგელას“ წყლის შეძენა ონლაინაც იქნება შესაძლებელი, სამომავლოდ დაგეგმილია გაყიდვის წერტილების გაფართოებაც,“ - აცხადებს წიფურია.

მისივე მტკიცებით, 2023 წლის იანვრიდან „ლუგელას“  ყიდვა საათიაქო ქსელებშიც იქნება შესაძლებელი.

სამკურნალო წყალი „ლუგელა“ 230 მლ.ლ-იან პლასტმასის ბოთლებით გაიყიდება. 

ამჟამად კომპანია სამკურნალო წყალს ექსპორტზე ყიდის. ქართული სამკურნალო წყალი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გადის. მათ შორის, რუსეთსა და სომხეთში.  

შეგახსენებთ, კომპანია ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში მდებარე ქარხანაში სამკურნალო-მინერალურ  წყალ „ლუგელას“  ბოლო რამდენიმე წელია აწარმოებს.

სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, რომ მინერალური წყალი „ლუგელა" მიეკუთვნება სამკურნალო-სასმელი წყლების კატეგორიას, რომელიც მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. „ლუგელას" სამკურნალო ჩვენებებია ტუბერკულოზი, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, რაქიტი, ალერგიული დაავადებები, სისხლის შედედების დაქვეითება და სხვა."

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022