ბიზნესი
28/05/2021

საქართველოში ლუდის პირველი სპა ცენტრი გაიხსნება

ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია „ვარძია“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს, ასპინძაში დასასვენებელ კომპლექსს ხსნის. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, კომპლექსში განთავდება როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო. ობიექტი პირველ სტუმარს დაახლოებით ერთ თვეში მიიღებს.

მისი განცხადებით, ვიზიტორს შეუძლია როგორც ლუდის აბაზანების  მიღება, ისე ლუდის დაგემოვნება და კომპლექსში არსებული ბუტიკ სასტუმროში განთავსება, რომელიც ჯამში 4 ადამიანზეა გათვლილი. როგორც ზედგენიძე აცხადებს, ერთი ადამიანის პროცედურის ფასი 150 ლარი იქნება.

„საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობს, ამიტომ, ის ადამიანი, რომელიც ჩვენს რეგიონში იმოგზაურებს, აუცილებლად დაინეტერესდება. პროექტში ჯამში 50 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება,“ - აცხადებს ზედგენიძე.

შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ჩაკეტილმა საზღვრებმა დამფუძნებელი აიძულა გაყიდვების ახალი გზები ეძებნა, საცალო ვაჭრობა და ბაზრის დივერსიფიცირება ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც შეიძლება ითქვას, რომ წარმოება გადაარჩინა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023