ბიზნესი
27/10/2021

საქართველოში ლუდის პირველი სპა ცენტრი გაიხსნა

ქვევრის ლუდის მწარმოებელმა კომპანია „ვარძიამ“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს, ასპინძაში დასასვენებელი კომპლექსი გახსნა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, კომპლექსი “მელუდის სახლი“, რომელიც თითქმის 2 თვეა გაიხსნა, განთავსებულია როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო.

მისი განცხადებით, ვიზიტორს შეუძლია როგორც ლუდის აბაზანების  მიღება, ისე ლუდის დაგემოვნება და კომპლექსში არსებული ბუტიკ სასტუმროში განთავსება, რომელიც ჯამში 8 ადამიანზეა (4 ნომერი) გათვლილი.

ზედგენიძე აცხადებს, რომ სერვისით ძირითადად უცხოელი ტურისტები ინტერესდებიან. „მელუდის სახლმა“ უკვე უმასპინძლა 9 ქვეყნიდან სტუმრებს.

„საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობს, ამიტომ, ის ადამიანი, რომელიც ჩვენს რეგიონში იმოგზაურებს, აუცილებლად დაინეტერესდება. მართალია გავხსენით მაშინ, როდესაც სეზონი უკვე დამთავრებული იყო, თუმცა, ამ დონის მოთხოვნას მაინც არ ველოდით,“ - აცხადებს ზედგენიძე.

პროექტში ჯამში 50 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023