ბიზნესი
13/04/2021

"საქართველოს რკინიგზამ“ მოდერნიზაციაზე 2020 წელს ₾21 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციაზე 2020 წელს 21 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„საქართველოს რკინიგზის“ მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ბოლოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოების 93% უკვე შესრულებულია, თუმცა პროექტის სრულად დასრულების თარიღმა 2022 წლისთვის გადაინაცვლა.

მოდერნიზაციის პროექტის ბიუჯეტი 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია. 2020 წლის ზაფხულში კომპანიამ „ბიზნესპარტნიორს“ აცნობა, რომ შეძლეს 12 მლნ შვეიცარიული ფრანკის დაზოგვა. პროექტი სრულად საქართველოს რკინიგზის მიერ ფინანსდება.

ამ პროექტმა სარკინიგზო გადაზიდვები უნდა გაამარტივოს და გამტარუნარიანობა 25 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე (მომავალში 100 მლნ ტონამდე გაფართოების შესაძლებლობით) უნდა გაზარდოს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023