ბიზნესი
19/03/2021

"საქართველოს რკინიგზა" წელს ტვირთბრუნვის ზრდის ტრენდის შენარჩუნებას ელის

„საქართველოს რკინიგზა“ 2021 წელს, ტვირთბრუნვის ზრდის ტრენდის შენარჩუნებას ელის. პანდემიის გათვალისწინებით, ზრდა დაახლოებით 3-4%-ის ფარგლებში იქნება.

„ჩვენი პროგნოზით, 2021 წელს ტვირთბრუნვა 11 მლნ-დან 11.5 მლნ ტონამდე გაიზრდება, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

მისი თქმით, პანდემიის დროსაც კი, რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვა 1 საათით არ შეჩერებულა.

დავით ფერაძემ განმარტა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ წარმატებით ფუნქციონირებისთვის აუციელებელია დერეფნის მონაწილე ყველა ქვეყნის აქტიურობა.

„შუა დერეფანში ჩვენ ვართ ძალიან პატარა რკინიგზა, პატარა ქვეყანა. ჩვენი გაძლიერება, მაგალითად, ახალი ლოკომოტივის დამატება თუ პროცესების გამარტივება არ ქმნის ამინდს ამ დერეფანში. ეს უნდა იყოს სინქრონიზებული პროცესი. რთულია პატარა კომპანიიდან დიდ კომპანიებში პროცესების „დალაგება“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.

11 მლნ ტონა ტვირთი და 2%-იანი ზრდა - ამ მაჩვენებლით დაასრულა 2020 წელი “საქართველოს რკინიგზამ.”

სარკინიგზო გზით გადაზიდულ ტვირთებში ზრდა ადგილობრივი და ტრანზიტული ტვირთების ზრდით შენარჩუნდა. გასულ წელს რკინიგზით საქართველო დერეფანში 5.5 მლნ ტონა ტრანზიტული ტვირთი გადაიზიდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023