ბიზნესი
28/09/2023

საქართველოს ფინტექ ასოციაცია ლიცენზირების სერვისებს უშვებს

საქართველოს ფინტექ ასოციაცია (FIA) არის პირველი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში არსებული ფინტექ სექტორის განვითარებაზე. იგი ხელს უწყობს ფინტექ კომპანიების განვითარებას და სთავაზობს მათ სხვადასხვა სახის მომსახურებას, რომელიც დაეხმარებათ საქართველოს ფინტექ ეკოსისტემაში ინტეგრაციაში და გაუმარტივებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან სხვადასხვა ტიპის ლიცენზიების მოპოვებას.

ბოლო პერიოდში ფინტექ სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, გამოჩნდნენ, როგორც ახალი ლოკალური კომპანიები, ისე საერთაშორისო მოთამაშეები. აღნიშნულ კომპანიებთან კომუნიკაციისას იკვეთებოდა მოთხოვნა სალიცენზიო სერვისზე, რაზეც FIA სხვადასხვა სახის კონსულტაციებს სთავაზობდა, ახლა კი FIA-მ სრული სალიცენზიო სერვისი აამოქმედა, რომლის ფარგლებში, უკვე რამდენიმე კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.

„ჩვენი მიზანია გავზარდოთ ფინტექ მიმართულებით კვალიფიციურ მოთამაშეთა რაოდენობა, რათა გავაძლიეროთ ფინტექ კომპანიების როლი საფინანსო სექტორში, ამისათვის პირველ ეტაპზე ჩვენ შევიმუშავეთ სამი ტიპის სალიცენზიო სერვისი: “ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის ლიცენზირება”, “ღია ბანკინგში ჩართვის ნებართვის მოპოვება” და “საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზირება”, რომელსაც გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია  პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ 15+ წლიანი გამოცდილება საფინანსო სექტორში და საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუშაობისა და კომუნიკაციის მრავალწლიანი ისტორია“ – აცხადებს დავით კიკვიძე, საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე.

სერვისები მოიცავს შესაბამისი ლიცენზიის მოპოვების პროექტის შემუშავებიდან და ლიცენზიის მოპოვებამდე სრული ციკლის მართვას, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, სავალდებულო პოლიტიკა/პროცედურების მომზადებას, პროექტის მენეჯმენტს და მარეგულირებელთან კომუნიკაციას.

სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ფინტექ ასოციაციას:

Email: info@fintechs.ge

Tel: 995 591 114141

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023