ბიზნესი
29/06/2021

სად და რამდენად იყიდება ქართული მოცვი

ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე და საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება. მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე 1 კილოგრამი გაუყინავი ლურჯი მოცვის საბაზრო (საბითუმო) ფასი 5-7 ევროა, რუსეთში კი კილოგრამის საბითუმო ფასი 5-9 აშშ დოლარის ფარგლებშია. 

"ბიზნესპარტნიორი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ქართული მოცვი ექსპორტზე გადის. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ბიზნესპარტნიორისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს ქვეყნიდან 3.8 მლნ დოლარის 668 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა. 

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე 199 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომელიც ჯამში 983 000 დოლარს შეადგენდა.

ქართული მოცვის ძირითადი ექსპორტორი ქვეყანა 2019-2020 წლებში რუსეთი იყო. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 178 900 ტონა (816 800 დოლარი) მოცვი გაიტანა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 631 800 ტონამდე (3.6 მილიონი აშშ დოლარი) გაიზარდა.

შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც საქართველომ 2019 წელს 3.7 ტონა მოცვის ექსპორტი განახორციელა, სულ 42 600 დოლარის; 2020 წელს კი აღნიშნულ ქვეყანაში 10.3 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც 78 200 დოლარს შეადგენდა.

ქართული მოცვი გადის არაბთა გაერთიანებულ ემირატებშიც. 2019 წელს საქართველოდან 13.6 ტონა გადაიტვირთა (97 500 დოლარი), 2020 წელს ეს მაჩვენებელი 6.5 ტონამდე შემცირდა (57 500 დოლარი).

ქართული მოცვი 2020 წელს პირველად გავიდა პოლონეთსა (54 000 დოლარის 12 000 ტონა) და უკრაინაში (23 100 დოლარის 5 600 ტონა).

2019 წელს ქართული მოცვი ექსპორტზე გადიოდა  ბაჰრეინში (0.5 ტონა, 1 400 დოლარის), გერმანიაში (0.2 ტონა, 1 400 დოლარის), ლიბანში (0.6 ტონა, 5 400 დოლარის) და ომანში (0,3 ტონა, 9 000 დოლარის), თუმცა ამ ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტი აღარ განხორციელებულა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023