ბიზნესი
03/08/2021

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ნიკოლი" ფეხსაცმლის წარმოებას გეგმავს

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ფეხსაცმლის წარმოებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ასევე განახლდება საბავშო თეთრეულის წარმოება, რომელიც გარკვეული პრობლემების გამო კომპანიამ შეაჩერა.

კომპანიას აღნიშნული პროექტების გასავითარებლად ინვესტიცია სჭირდება, ამიტომ „ნიკოლი“ ეძებს დაინტერესებულ ინვესტორს, რომელიც კომპანიის განვითარებაში ფულს ჩადებს.

ნიკა ნიკოლაიშვილი გაყიდვებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. „ამისთვის გვჭირდება ინვესტორი, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ და ამხელა ბაზარი არ დავკარგოთ,“ - აცხადებს ნიკოლაიშვილი.

ამჟამად „ნიკოლი“ გაყიდვებს ონლაინ ახორციელებს, ასევე აქვს 3 მაღაზია, მათ შორის, 2 - თბილისში, 1 - ბათუმში.

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიამ 2020 წელს  პროდუქცია ექსპორტზე საუდის არაბეთში და იტალიაში გაიტანა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023