ბიზნესი
06/08/2021

როგორი იქნება “მგზავრების უბანი საგურამოში“ - პროექტი სრულად 2023 წელს დასრულდება

თბილისიდან 20 წუთის სავალზე,“მგზავრების უბანი საგურამოში“ მოეწყობა. პროექტს სასტუმროების ქსელი “მგზავრები“ და ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია “ჰოუმმეიდი“ ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი აშშ დოლარია.

„მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი აცხადებს, რომ პროექტი მოიცავს 5ჰა დაცულ ტერიტორიას,სადაც მოეწყობა 140 კერძო სახლი,რესტორანი,2 საცურაო აუზი,აქედან ერთი -საბავშვო,ფეხბურთის და კალათბურთის მოედანი,ჩოგბურთის კორტი,გამწვანებულ პარკი,საბავშვო მოედანი,მწვანე ღობეები,8 მეტრიანი შიდა ქუჩები და პარკინგი.

მანუსაჩიანი განმარტავს, რომ კერძო სახლების ფართი 65 კვადრატული მეტრიდან დაიწყება, პროექტი ბარდება თეთრი კარაკასით. პროექტში 1 კვადრატული მეტრის ფასი 700 აშშ დოლარიდან დაიწყება. „სახლების მშენებლობას დაახლოებით 5 თვე სჭირდება, უშუალოდ პროექტი კი 2 წელში დასრულდება“-აცხადებს მანუსაჩანი.

მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია, პროექტის განხორციელება კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.„მგზავრების“ დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ პროექტში გაყიდვები უკვე დაწყებულია.

კითხვაზე, გართულებულ ეპიდემიოლოგიურ  სიტუაციაში, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკაზე და სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა, კომერციულად რამდენად გამართლებულია მსგავსი მასშტაბის პროექტის დაწყება, მანუსაჩიანი აღნიშნავს, რომ სწორედ ეპიდემიიდან გამომდინარე გაიზარდა თბილისთან ახლოს დასახლებებზე მოთხოვნა, განსაკუთრებით პოპულარული კი კერძო სახლები გახდა.შესაბამისად,კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ პროექტს გაყიდვები აქტიურად ექნება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023