ბიზნესი
23/07/2020

"რითეილ გრუპ ჯორჯია" ახალი ბრენდების შემოყვანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

„რითეილ გრუპ ჯორჯია“ პანდემიის მიუხედავად აქტიურად მუშაობს, რომ ქართველი მომხმარებლისთვის სხვადასხვა ცნობილი ბრენდების პროდუქცია ხელმისაწვდომი გახადოს.

სულ ახლახანს ქართულ ბაზარზე თურქული ბრენდი Ipekyol-ის მაღაზია გაიხსნა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრ ქვეყანაში.

„შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Ipekyol-ის მაღაზიამ გაამართლა და კარგი შედეგები აქვს, მომხმარებელი კმაყოფილია, რადგან საქართველოში ეს ბრენდი საკმაოდ პოპულარულია და ერთგვარი მოლოდინი იყო. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და არ არის გამორიცხული სხვა ბრენდების პროდუქციაც შევთავაზოთ მომხმარებელს,“ – ამბობს ჯგუფის დირექტორი. ჯგუფი სხვა ბრენდების შემოყვანას შემოდგომაზე, ან თებერვლისთვის ვარაუდობს.

რეზო მაღალაშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში კომპანიამ სრულ განაკვეთზე მომუშავე კადრი ყველა შეინარჩუნა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

"წარმატებით გადავლახეთ ვირუსის პირველი ტალღა, თუმცა თუ იქნება მეორე ტალღა ეს ეკონომიკურ აქტივობაზე და ფინანსებზე უარყოფითად აისახება, ვიმედოვნებ, წარმატება რომელსაც მივაღწიეთ პანდემიასთან ბრძოლაში გაგრძელდება და უმტკივნეულოდ გავივლით ამ წელს,“ – ამბობს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი.

მისივე თქმით, ჯგუფი აქტიურად მუშაობს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მობილიზაციაზე და მომხმარებელს სექტემბრის დასაწყისში სრულიად განახლებულ პროდუქციას შესთავაზებს.

„რითეილ გრუპ ჯორჯია” საქართველოში Zara-ს, Massimo Dutti-ს, Bershka-ს, Marks&Spenser-ის და სხვა ცნობილი ბრენდის წარმომდგენია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023