ბიზნესი
04/02/2021

რიკოთის ხიდების მშენებლობისათვის საჭირო რკინის კონსტრუქციები ხაშურში აეწყობა

ჩინური კომპანია ხაშურში რკინის კონსტრუქციების საწარმოს ააშენებს.

საწარმო ხაშურში, ბორჯომის ქ. #2 ყოფილი ხაშურის საფეიქრო ფაბრიკის ტერიტორიაზე აშენდება.

საწარმო დაამზადებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის რიკოთის მონაკვეთისათვის ხიდების მშენებლობისათვის საჭირო ლითონკონსტრუქციებს. ეს ლითონკონსტერუქციები რიკოთზე ავტობანზე ხიდების მშენებლობისათვის იქნება გამოყენებული.

პროექტს ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის საქართველოს ფილიალი განახორციელებს.

აღნიშნული კომპანია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ხევი-უბისას სექციის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობაა დაგეგმილი. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023