
რეცესიის მოლოდინმა ქართული კომპანიების აქციები გააიაფა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE), რეცესიის მოლოდინით შექმნილი განწყობების შესაბამისად, კოტირებები, მათ შორის ქართული კომპანიების, მცირდება.
საქართველოს ბანკის (BGEO) აქციამ ორშაბათის ვაჭრობა 1%-იანი კლებით დაწყო. G&T-ის ინფორმაციით, BGEO-მ გასული სასესიო კვირა 13.92 ფუნტ სტერლინგით (GBP) დახურა (+4% m.m). თვის ჭრილში კი 14.2%-იანი კლება აჩვენა. სულ 262 000 აქციაა ნავაჭრი GBP 13.00 - 13.98 დიაპაზონში.
თვის განმავლობაში თიბისი ბანკის (TBC) აქციები 15% -ით გაიაფებულია, GBP12.3 -მდე (კვირის განმავლობაში 84 000 ერთეული აქციაა ნავაჭრი).
საინვესტიციო კომპანიის, საქართველოს კაპიტალის (CGEO) ფასიანი ქაღალდები კი თვის განმავლობაში 13%-ით გაიაფდა.
აქციების ტრენდი კვირის და თვის ჭრილში:
|
w/w |
m/m |
±% |
±% |
|
BGEO |
+4.04% |
-14.18 |
CGEO |
-2.18 |
-12.57 |
TBC |
+0,65 |
-14.92 |
|
|
|
წყარო: G&T
ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია, 11 ივლისის მდგომაროებით, 1.611 მლრდ ფუნტია, წლის დასაწყისში GBP 2 მლრდ-ს აღემატებოდა (01/2022- GBP 2,07 მლრდ; (- 23%)
საქართველოს ბანკის ჯგუფის კაპიტალიზაცია GBP 684. 4 მლნ-ია (01/2022- GBP 820 მლნ); თიბისის GBP 662 მლნ-მდე (01/2022 –GBP 910 მლნ); Georgia Capital-ის – 264 მლნ, წლის დასაწყისში 339 მლნ ფუნტს შეადგენდა.