ბიზნესი
05/08/2021

რა გავლენა იქონია პანდემიამ "ბრიკორამას" მაღაზიათა ქსელზე

ჰიპერმარკეტ „ბრიკორამამ“  პანდემიის გამო საინვესტიციო გეგმები დააპაუზა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა კახაბერ სონიშვილმა განუცხადა, გადაიდო ბათუმის ფილიალის გახსნა.

რაც შეეხება თბილისს, კომპანიამ პანდემიის გამო შემცირებული ნაკადების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება დაეხურა გლდანის ფილიალი. როგორც სონიშვილი განმარტავს, ობიექტმა გახსნიდან სულ რაღაც 3 თვე იმუშავა.

„გავაჩერეთ რადგან მუშაობას აზრი არ ჰქონდა. მაშინ დაემთხვა „ლოქდაუნი“ და იმდენად შემცირდა გაყიდვები, რომ კომერციულად აღარ იყო მომგებიანი. ახლა დავაკვირდებით სიტუაციას, როგორი იქნება როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური მდგომარეობა და ბათუმის ფილიალების გახსნის გადაწყვეტილებას  ამის შემდეგ მივიღებთ,“ - აცხადებს სონიშვილი.

„ბრიკორამას“ ფინანსური დირექტორის თქმით, ამჟამად კომპანია თბილისში არსებული 1 ჰიპერმარკეტით მუშაობს, რაც შეეხება გაყიდვებს, ის 2019 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. „იმედი გვაქვს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომავალ წელს 2019 წლის მაჩვენებელს დავეწიოთ,“ - აცხადებს სონიშვილი.

მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პანდემიის პერიოდში მომხმარებელი აქცენტს ბიუჯეტურ პროდუქციაზე აკეთებს.

„ბრიკორამა“ 45 წლიანი გამოცდილების ფრანგული ბრენდია, რომელიც მოიცავს სითი ფორმატის ჰიპერმარკეტს, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს.

ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლა-მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023