ბიზნესი
19/07/2023

რა აფერხებს საქართველოში როლერ სპორტის განვითარებას - მიზეზები

საქართველოში როლერ სპორტის სწავლება საერთაშორისო სტანდარტებით დაიწყეს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ASSA BLADERS-ის დამფუძნებელმა და სერტიფიცირებულმა ტრენერმა დავით ნამთალაშვილმა განუცხადა, მან გადამზადება მსოფლიოს საუკეთესო როლერებთან გაიარა და პოლონეთში საერთაშორისო სერტიფიკატიც აიღო, რომლითაც არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში შეძლებს სწავლებას.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში როლიკების ბუმი პანდემიის დროს გააქტიურდა, ბევრი ადამიანისთვის კი ეს ბავშვობის ოცნებაც აღმოჩნდა.

„შესაბამისად, როლერ სპორტით დანტერესებული ადამიანების რიცხვი სულ უფრო მზრდია როგორც დანარჩენ მსფლიოში, ისე საქართველოში. ეს არის სპორტი ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის. ყველაზე პატარა ასაკის მოსწავლე 5 წლის მყავს, ყველაზე უფროსი კი 57 წლის ქალბატონი“, - აღნიშნა დავით ნამთალაშვილმა.

მან იმ ბენეფიტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც როლერ სპორტით დაკავებული ადამიანები იღებენ.

„ამერიკის გულსისხლძარღვთა დაავადების ცენტრის კვლევებით დადასტურდა, რომ როლერ სპორტი გულის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი ნომერ პირველია. ამასთან,  სხვა ბევრი სპორტისგან განსხვავებით, სახსრებზე, მენჯებსა და ხერხემალზე დატვირთვა მინიმალურია. სწორედ ამიტომ, როლერ სკოლის მოსწავლეებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და ისინი როგორც ზრდასრული ადამიანები, ისე ბავშვები არიან“, - განმარტა დავით ნამთალაშვილმა.

ASSA BLADERS-ის დამფუძნებელმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც საქართველოში როლერ სპორტის განვითარებას აფერხებს და თქვა, რომ ქვეყანაში არ არსებობს გამართული ინფრასტრუქტურა როლერ სპორტისთვის, არ არის გადახურული მოედნები, სადაც უამინდობის დროს ადამიანები როლერ სპორტით დაკავდებიან. შესაბამისად, ისინი დამოკიდებულები არიან ამინდზე. პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი აღჭურვილობის მოპოვების საკითხიც.

შეგახსენებთ, როლერ სპორტი ექსტრემალური სპორტის ნაირსახეობაა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023