ბიზნესი
27/10/2021

ყავის ლაბორატორია: იზრდება გაყიდვებიც და პარტნიორების რაოდენობაც

ყავის ლაბორატორიას გაყიდვები 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით გაეზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, იზრდება პარტნიორების რაოდენობაც და ასევე კომპანიის ბრუნვაც.

ყავის ლაბორატორიის მენეჯერი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ეპიდმეიოლოგიური სიტუაცია ისე არ გართულდება, რომ ეკონომიკის და ბიზნესების ჩაკეტვა გახდეს აუცილებელი.

„სტუმრების რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივით,გვემატებია ახლებიც, ეს დინამიკა მზარდია. თუ არ ჩავთვლით 2020 წელს, ყოველი თვე ჩვენთან გაყიდვების მხრივ მზარდია,“-აცხადებს ზარქუა.

ყავის ლაბორატორია მომხმარებელს 10-მდე სახეობის ყავას სთავაზობს. საუბარია, როგორც ადგილზე არატრადიციული მოხალვის სპეფიციკით მომზადებული ყავის დაგემოვნებაზე, ასევე ყავის მარცვლისა და მისი მომზადებისთვის მარტივი მოწყობილობების შეძენაზეც.

ყავის ლაბორატორია 150-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის. ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ ერთი ფილიალი, ყაზბეგის გამზირზე აქვს. კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე 2 ახალ ფილიალს გახსნის. პირველი, ობიექტი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნება, მეორე ფილიალის გახსნა კი საბურთალოს „სითი მოლში“ იგეგმება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023