ბიზნესი
10/11/2021

პროექტის "მგზავრების უბანი საგურამოში" მშენებლობა დაიწყო

„მგზავრების უბანი საგურამოში“ მშენებლობა დაიწყო. პროექტს სასტუმროების ქსელი “მგზავრები“ და ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია “ჰოუმმეიდი“ ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ დოლარია.

როგორც „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 115 სახლის საძირკველი უკვე ჩასხმულია, პარარელურ რეჟიმში იწყება ბეტონის გზის მშენებლობის სამუშაოებიც.

„პარალელურად, დაწყებულია დანარჩენი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მათ შორის, სპორტული მოედნის  და აუზის მშენებლობა დავიწყეთ. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.

პროექტი მოიცავს 5 ჰა დაცულ ტერიტორიას, სადაც მოეწყობა 140 კერძო სახლი, რესტორანი,2 საცურაო აუზი, აქედან საბავშვო, ფეხბურთის და კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტი, გამწვანებულ პარკი, მწვანე ღობეები, 8 მეტრიანი შიდა ქუჩები და პარკინგი.

მანუსაჩიანი განმარტავს, რომ კერძო სახლების ფართი 65 კვადრატული მეტრიდან დაიწყება, პროექტი ბარდება თეთრი კარაკასით. 1 კვადრატული მეტრის ფასი 700 დოლარიდან დაიწყება. სრულად პროექტი 2 წელში დასრულდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023