ბიზნესი
04/10/2021

პორშე ცენტრი თბილისი: ჩვენთან ყველაზე გაყიდვადი Cayenne-ია და მისი ფასი €73 000-დან იწყება

“პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი პეტრე წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ „პორშეს“ მოდელებიდან საქართველოში ყველაზე გაყიდვადი Cayenne-ია.

ეს არის მაღალი გამავლობის ჯიპი, რომლის ღირებულებაც 73 000 ევროდან იწყება.

კითხვაზე, რამდენად მოთხოვნადია „პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ შემოყვანილი ელექტრომობილები, ამ შემთხვევაში კი, Taycan-ი და გაყიდვებში რა წილი უჭირავს, წაქაძე აცხადებს, რომ Taycan-ის შემოსვლა საქართველოში ზუსტად ემთხვევა პანდემიის დაწყების თარიღს, მაგრამ ამ რთული მდგომარეობის მიუხედავად, გაყიდვების მაჩვენებელი მაინც მაღალია.

„კომპანიის მხრიდან სწორ კომუნიკაციას და სტრატეგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო ისეთი ელვისებური დარტყმის დროს, როგორიც კოვიდ პანდემია აღმოჩნდა,“ - აცხადებს წაქაძე.

“პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი პანდემიის გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემიამ ყველა სფეროზე, მათ შორის საავტომობილო ინდუსტრიაზეც მოახდინა გავლენა. მისი განმარტებით, ამავე დროს ნათლად აჩვენა რამდენად მდგრადია ესა თუ ის კომპანია, როგორ მუშაობდა კრიზისამდე და შემდეგ, ამ რთული პერიოდის განმავლობაში.

„ვფიქრობთ, "პორშეს" ცენტრმა, სწორი სტრატეგიისა და ინტენსიური კომუნიკაციის საშუალებით დადებითი დინამიკის შენარჩუნება მოახერხა, რაც საბოლოოდ გაყიდვების  მაჩვენებლზეც აისახა,“-აღნიშნავს წაქაძე.

შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ "პორშეს" ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში, ის  2010 წელს დაფუძნდა და შედის „თეგეტა მოტორსის“ კომპანიათა ჯგუფში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023