ბიზნესი
23/09/2021

პანდემიის გამო "ჩირიფრუტმა" 5 სავაჭრო ობიექტი დახურა

ქართული ჩირისა და შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას „ჩირიფრუტი“ პანდემიის გამო 5 სავაჭრო ობიექტის დახურვა მოუწია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ "ჩირიფრუტის" დირექტორმა სოფიო ჯიქიამ განუცხადა, ლოქდაუნის დროს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იჯარის თანხის გადახდა, შესაბამისად, კომპანიამ ეს გადაწყევტილება მიიღო.

ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა თბილისში  3 ლოკაციაზე შეიძლება (თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ duty Free-ში, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“, თბილისი მოლი),„ჩირიფრუტის“ პროდუქცია იყიდება ბათუმშიც.

ჯიქია აცხადებს, რომ მეხუთე სავაჭრო ობიექტი თბილისში, ოქტომბრის ბოლომდე გაიხსნება.

კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით გაცილებით გაზრდილია, უფრო მეტიც, რეალიზაციის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემების მცირედით ჩამორჩება.

„ჩირიფრუტი” 90-მდე სახეობის ჩირს აწარმოებს და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. 2020 წელი კომპანიამ 30-ტონიანი წარმადობით დაასრულა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023