ბიზნესი
05/08/2021

პანდემიამ "ლაზეთს" საინვესტიციო გეგმები დაუპაუზა

პანდემიის და შემცირებული რეალიზაციის მიუხედავად, ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლაზეთი" მუშაობას აგრძელებს.

"ლაზეთის" ხელმძღვანელი ზურაბ ჩარგეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ კომპანია მუშაობს, კერავს ტანსაცმელს, თუმცა გაყიდვები იმ რაოდენობის ვერ არის, რაც 4-5 წლის წინ იყო.

„ლოქდაუნებმა ძალიან დაგვაზარალა. შემცირებული დროით ვმუშაობდით, შემცირდა აქტივობა, დაგვიპაუზდა გეგმებიც, გვინდოდა საბავშვო ხაზის ამოქმედება. ველოდებით, რომ მორჩება პანდემია და ძველ ნიშნულს და გეგმებს დავუბრუნდებით,“ - აცხადებს ჩარგეიშვილი.

შეგახსენებთ, კომპანია ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე საფეიქრო საწარმო ძირითადად ქალის სამოსს კერავს და საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ, კი სავაჭრო ცენტრ „თბილისის მოლში" მდებარე მაღაზიაში ყიდის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023