ბიზნესი
20/05/2021

ოკტოპუსი: შემოსავლები ვერ ფარავს კომპანიის ხარჯებს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აფიტნეს დარბაზებში მომხმარებელთა აქტივობა მაღალია, რადგან გაიზარდა იმის აღქმა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია.

„აქტივობის გაზრდას ხელი შეუწყო ამ კვირაში ე.წ კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევამ. მანამდე კი, როდესაც გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იყო, მომხმარებლები სამსახურის შემდეგ ვეღარ ახერხებდნენ ფიტნესზე სიარულს. მიუხედავად იმისა, რომ მომართვიანობა გაზრდილია და უახლოვდება მეტ-ნაკლებად იმ მონაცემებს, რაც იყო პანდემიამდე, ხარჯების დაახლოებით 40%-იანი მატების მიუხედავად, ფასები არ  გაგვიზრდია,“ - აცხადებს ასათიანი.

მისი თქმით, კლუბების უმრავლესობას აქვს სასესხო ვალდებულებები, რომელიც დაგროვილი დავალიანებების გამო გაიზარდა.

„თანხობრივად ბანკის სესხის მომსახურეობა გაიზარდა, ამავდროულად იურიდიული პირებისთვის დაახლოებით 35%-ით არის მომატებული კომუნალური გადასახადები. გაზრდილია საოპერაციო ხარჯები, მათ შორის, დამატებით სანიტარიზაციაზე, დეზინფექციასა და ასე შემდეგ,“ - აცხადებს ასათიანი.

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი აცხადებს, რომ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ფიტნეს სექტორისთვის არანაირი საგადასახადო შეღავათი არ ყოფილა, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

„მომართვიანობა და შემოსავლები მაინც ვერ აუდის იმ ხარჯვით ნაწილს რაც კომპანიებს გააჩნიათ. ფასის გაზრდით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში სპორტულ დარბაზებში შემცირდება მომხმარებელთა აქტივობა. ყველაზე იდეალური გამოსავალი იქნებოდა  სახელმწიფოს სექტორისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაეწესებინა,“ - აცხადებს ასათიანი.

მისი თქმით,დ ღევანდელი მდგომარეობით, რაიმე ტიპის გაფართოებასა და რეინვესტიციაზე საუბარი ნაადრევია.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 3 ფილიალით არის წარმოდგენილი. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით. კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023