ბიზნესი
25/06/2021

“ნინიას ბაღი“ ტრენდული რესტორანი გახდა - მერიკო გუბელაძე

„ნინიას ბაღი“ , რომელიც დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა, უკვე საკმაოდ ტრენდული გახდა,-ასე აფასებს  რესტორნის მფლობელი, ცნობილი შეფმზარეული მერიკო გუბელაძე   „ნინიას ბაღის“ მუშაობას.

მისი ინფორმაციით,თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე რესტორანი პანდემიის მიუხედავად, კარგად მუშაობს,სტუმრების ძირითად ნაწილს კი ქართველები წარმოადგენენ.

“ხალხს უყვარს ახალი ადგილები და ახალი გამოცდილება. თუ ობიექტი კარგად მუშაობს, მაშინ ის ყოველთვის ტრენდული ხდება ხოლმე. ჩვენც ზუსტად ახლა მაგ ფაზაში ვართ,“-აცხადებს გუბელაძე.  

შეგახსენებთ, რესტორანი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 200 000 დოლარია, მისულ სტუმრებს უმასპინძლდება როგორც ქართული, ისე შუა აღმოსავლური კერძებით. მათ შორის, სპარსული შტირხებით.

რესტორანი განსახვავებული კონცეფციით გაიხსხნა. უზნაძეზე არის ძველებური, თბილისური სახლი ულამაზესი ბაღით, რომელიც წინა საუკუნის დასაწყისში აშენდა. რესტორნის დიზაინიც მას მოერგო.

„შავი ლომის“ და „ლეილასა“ შემდეგ „ნინიას ბაღი“ შეფ-მზარეულისა და რესტორატორის მერიკო გუბელაძის მიერ დაფუძნებული მესამე რესტორანია. რაც შეეხება „ლისი ლაუნჯის“, ობიექტი პანდემიის გამო დაიხურა და აღარ გახსნილა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023