ბიზნესი
12/08/2021

"ნიამორი" 2022 წლისთვის ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

კომპანია „ნიამორი“ 2022 წლისთვის ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ბოჭორიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე ჩამოსასხმელი ღვინო.

„გვინდა ჩამოსახმელი ღვინის პოპულარიზაცია გავაკეთოთ. ამ ეტაპზე ვსწავლობთ ბაზარს, თუ რამდენად მოთხოვნადი იქნება ეს მიმართულება,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი.

მისივე განცხადებით, დიდი ალბათობით მაღაზია საბურთალოს ტერიტორიაზე გაიხსნება.

კომპანია „ნიამორი“  ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ალკოჰოლური სასმელებს, ბოთლზე გრავირებას უკეთებს და რეალიზაციას ახდებს.

ამ დროისთვის კომპანიას საკუთარი ვენახები არ აქვს, პროდუქციას ჩაბარებული ყურძნით აწარმოებს და  ონლაინ ყიდის. საუბარია ჯამში  რამდენიმე ათეული სახეობის ალკოჰოლურ სასმელზე, მათ შორის, ღვინოზე, ჭაჭაზე და ბრენდზე.

კომპანია „ნიამორი“  2022 წლის ზაფხულში საგურამოში მრავალფუნქციურ კომპლექსს გახსნის, სადაც გაერთიანებული იქნება როგორც ღვინის გადამამუშავებელი საწარმო, მარანი, ისე სხვადასხვა დასასვენებელი (მათ შორის რესტორანი, სპა ცენტრი) და საქმიანი სივრცე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023