ბიზნესი
12/02/2021

მყარი ნარჩენების ექსპორტიორებმა 2020 წელს $1 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

საქართველო მყარი ნარჩენების ექსპორტიდან წლიურად 1-2 მლნ დოლარის შემოსავალს იღებს. 2020 წელს, ექსპორტი შემცირდა, თუმცა ექსპორტიორ კომპანიებს 1 მლნ დოლარის შემოსავალი მაინც მოუტანა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტით 644 ტონა პლასტმასის ნარჩენი გავიდა, მთავარი საექსპორტო ბაზრები თურქეთი და აზერბაიჯანი იყო, შემოსავალმა კი, 222 000 დოლარი შეადგინა.

გარდა ადგილზე გადამუშავებისა, ექსპორტზე გადის ქაღალდის და მუყაოს ნარჩენებიც. 2020 წელს ჯამში 803 700 დოლარის 8951 ტონა ქაღალდი და მუყაო გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი ამ შემთხვევაშიც თურქეთია.

2020 წელს ექსპორტი შემცირებული იყო. მაგალითად 2018 წელს ქაღალდისა და მუყაოს ნარჩენებიდან შემოსვალი 1.85 მლნ დოლარი იყო, 2019 წელს კი, 1.6 მლნ დოლარი.

გასულ წელს მინის ნარჩენების ექსპორტიც განხორციელდა - 1393 ტონა, რაც 97.6 ათასი დოლარის ღირებულების იყო. ექსპორტი სომხეთში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფების გარდა საექსპორტო ბაზრებზე გადის შავი და ფერადი ლითონების ჯართიც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023