ბიზნესი
21/10/2021

Mothercaregeorgia: მესამე მაღაზიის გახსნა გაურკვეველი ვადით გადავდეთ

საბაშვო მაღაზია Mothercaregeorgia-ს პანდემიის გამო 2019 წელთან შედარებით გაყიდვები 30-40%-ით შეუმცირდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ოთარ ქირიამ განუცხადა, შესაბამისად, შემცირებულია მაღაზიებში ვიზიტორების რაოდენობა.

როგორც ქირია განმარატვს, კომპანიამ მიუხედავად პანდემიისა შეძლო თავი ისე გადაერჩინა, რომ არცერთი მაღაზიის დახურვის საჭიროების წინაშე არ დამდგარიყო. თუმცა, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა და არ დასტაბილურდა გაყიდვები, კომპანია იძულებული გახდება ერთი მაღაზია დახუროს.

ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია თბილისში, 2 მაღაზიაში ("ისთ ფოინთსა" და "გალერია თბილისის" მოლებში), ასევე my.ge-ს პლათფორმებზე.

ქირიას ინფორმაციით, Mothercaregeorgia-ს პანდემიამ საინვესტიციო პროექტებიც დაუპაუზა. კერძოდ, იგეგმებოდა  Mothercaregeorgia-ს მესამე მაღაზიის ბათუმში გახსნა, რაც არსებული ვითარების გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

Mothercaregeorgia-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პანდემიის  და შემცირებული გაყიდვების გამო კომპანიამ მიიღო გადაწყევტილება, რომ  შედარებით მაღალბიუჯეტური პროდუქციის წილი შეემცირებინა.

შეგახსენებთ, Mothercaregeorgia საქართველოში 2010 წლიდან შემოვიდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023