ბიზნესი
28/06/2023

"მოიჯარესთან ყოველ წუთას შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკება და ბიზნესცენტრი "მუზა" ამოქმედდეს"

ყოფილ სასტუმრო „მუზას“ შეცვლილი პროფილით საქმიანობა ამ დრომდე არ დაუწყია.

როგორც კომპანია "რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, უძრავი ქონების კუთხით ბიზნესცენტრი უახლოს მომავალში დაიწყებს საქმიანობას. 

"ობიექტს იჯარით  რამდენიმე  მსხვილი კომპანიაზე გავცემთ, რომელთანაც მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი კანდიდატი საერთაშორისო კომპანია Regus-ია,“-აცხადებს პაპაშვილი.

მისივე ინფორმაცით, ამ დროისთვის ობიექტის მშენებლობა დასრულებულია, მას შემდეგ, რაც მოიჯარეებთან დასრულდება მოლაპარაკებები, ბიზნესცენტრი ამოქმედდება. "შენობა ექსპლუატაციაშია მიღებული, ყოველ წუთას შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკება და ბიზნესცენტრიც ამოქმედდეს,"-აცხადებს პაპაშვილი. 

როგორც ცნობილია, სასტუმრო „მუზას“ გახსნის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. ბოლოს, სასტუმროს გახსნა 2022 წლის შემოდგომაზე იყო დაანონსებული. ობიექტი, კოსტავას ქუჩაზე (#27), ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც 4-ვარსკვლავიანი, 23 ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო უნდა ყოფილიყო. ბიზნესცენტრი „მუზას“ პროფილის შეცვლის გადაწყვეტილება  კომპანია  „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა  ლაშა პაპაშვილმა მიიღო.

რეკონტრუქცია-მშენებლობასა და მოპირკეთებაზე დაახლოებით 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023