ბიზნესი
01/04/2021

მობილურ ოპერატორებს შემოსავალი შეუმცირდა - კომპანიების რეიტინგი

მობილურ ოპერატორებს შემოსავალი შეუმცირდა.

იანვარში სამი კომპანიის - "მაგთიკომის“, "სილქნეტის“ (ჯეოსელი) და "ვიონის" (ბილაინი) შემოსავალმა 40.2 მლნ ლარი შეადგინა, 1 მლნ-ით ნაკლები 2020-ის იანვართან შედარებით.

5-დან 4.87 მილიონამდე შემცირდა აბონენტების რაოდენობაც.

შემოსავლები კომპანიების მიხედვით:

მაგთიკომი - 18.7 მლნ (-0.5%)
სილქნეტი - 14.2 მლნ (-4.1%)
ვიონი - 7.3 მლნ (-4.1%)

აღსანიშნავია, რომ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ბაზარზე „მაგთიკომი“ ლიდერობს. ფიზიკური პირების 45% და იურიდიული პირების 50% სწორედ „მაგთიკომი“ ემსახურება. სილქნეტის წილი შესაბამისად 38% და 28%, ხოლო ვიონის 17% და 22%.

2021 წლის იანვრის საშუალო ARPU (თითო აბონენტიდან შემოსავალი) 2020 წლის იანვართან შედარებით გაიზარდა 0.1%-ით და 8.3 ლარს შეადგენს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023