ბიზნესი
10/01/2023

"მითანა" წარმოების გაფართოებაში €250 000-ის ინვესტირებას გეგმავს

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანას“  გენერალური დირექტორი კახა ყრუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, წელს  კომპანია წარმოების გაფართოებაში 250 000 ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, უკვე შეკვეთილია ორი ხაზი, რომლის მონტაჟიც უახლოეს მომავალში დაიწყება.

„მითანას“ გენერალური დირექტორი  2022 წელსაც აჯამებს და აცხადებს, რომ გასული წელი „მითანამ“  2021 წელთან შედარებით გაყიდვების ზრდით დაასრულა.

მისი განცხადებით, პრობლემას ქმნის ის, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია  მსხვილ ქსელურ მარკეტებში თითქმის არ შედის. გამონაკლისს წამოადგენს რამდენიმე მარკეტი, მათ შორის „სპარი“, „ზღაპარი“ და უბნის მაღაზიები.

„ქსელურ მარკეტებს დიდი მოთხოვნები აქვთ. მაგალითად, 25-30%-იან „ქეშ ბექს“ ითხოვენ. ეს რომ  „მითანამ“ გადაიხადოს, ამდენივე პროცენტით თვითღირებულება უნდა შეამციროს, ეს კი ხარისხის ხარჯზე უნდა მოხდეს. ამიტომ, ჩვენ არ გვაწყობს ხარისხის  გაფუჭება,“-აცხადებს ყრუაშვილი.

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანა“  ბაზარზე 2008 წლიდანაა.  კომპანიამ 2016 წლიდან   ნახევარფაბრიკატების წარმოება დაიწყო. მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდიდან გამომდინარე, კომპანიამ გაამრავალფეროვნა გაყინული პროდუქცია და დღეისთვის 38 სახეობას აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023