ბიზნესი
27/10/2021

მიშლენის 3 ვარსკვლავიან "არზაკში" კიდევ 4 ქართული კომპანიის ღვინის გაყიდვა განიხილება

ესპანეთში, მიშლენის 3 ვარსკვლავიან რესტორან „არზაკში“ „ჩელთის“ შემდეგ სხვა ქართული ღვინოებიც გაიყიდება. როგორც  საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,განიხილება ღვინოების ისეთი ბრენდების შეტანა, როგორებიცაა, ქიმერიონი, ცხრამუხა, დუგლაძეების ღვინის მარანი, პრინც ივანე ბაგრატიონი და ასე შემდეგ.

„ძალიან მოთხოვნადია ქვევრის თეთრი და წითელი ღვინოები,მათ შორის, საფერავი.ჩვენი ღვინო ეგზოტიკურ ნიშაში გადის და ამიტომ მასზე დიდი მოთხოვნაა,“-აცხადებს გიორგაძე.

შეგახსენებთ, ქართული ღვინო პირველად შევიდა ესპანეთში მიშლენის სამ ვარსკვლავიანი რესტორნის მენიუში. შესაბამისად, „არზაკში“ „ჩელთის“ ქართული ღვინოები უკვე იყიდება.

რესტორანი „არზაკი“ ესპანეთის ბასკეთის რეგიონის ქალაქ სან სებასტიანში მდებარეობს და მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული არზაკების ოჯახთან. რესტორნის მფლობელია მსოფლიო ქალთა შორის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მქონე ელენა არზაკი. რესტორნის შენობა აშენდა 1897 წელს. 1989 წელს კი მიშლენის მესამე ვარსკვლავი მიენიჭა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023