ბიზნესი
23/07/2021

მირზა შაფის პროექტის ინვესტორებისთვის შეთავაზება გრძელდება

მირზა შაფის სკანდალურად ცნობილი პროექტი ისევ იყიდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინვესტორმა, კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, დაინტერესებული პირებისთვის, ინვესტორებისთვის მისი შეთავაზება ისევ აქტიურად გრძელდება.

მისი ინფორმაციით, მირზა-შაფზე უარი კომპანიამ რამდენიმე მიზეზის გამო თქვა, ერთ-ერთი ფინანსებია. ინვესტორების მოძიების პროცესს კი ხელი კორონავირუსის პანდენიამ შეუშალა.  

შეგახსენებთ, მირზა შაფის პროექტის მშენებლობის დაწყება წლების წინ დაანონსდა. კომპანიას თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე  მიღებული აქვს.კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.

პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან„ სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.

პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდებული იყო. პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023