ბიზნესი
13/05/2021

მინერალური წყალი "ძუღური" და "ლაშიჭალა" მალე სავაჭრო ქსელში გამოჩნდება

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მინერალური წყლის კომპანია „ძუღური” მინერალური წყლის წარმოებას განაახლებს.

„რთული რელიეფიდან და ცუდი ამინდებიდან გამომდინარე, ჩაიხერგა საბადომდე მისასვლელი გზა, რომელიც ქარხნიდან 12 კილომეტრშია. როდესაც გავწმინდთ გზას, უკვე მოპოვებას დავიწყებთ. მწარმოებელი ქარხანა უკვე აშენებულია, გვინდა მაისში მოესწროს წარმოება,“ -აცხადებს ნუგზარ ჯოგლიძე.  ქარხანა ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში მდებარეობს.

ჯოგლიძის ინფორმაციით, კომპანიამ წარმოების აღდგენასა და  ახალი ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით 200 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მინერალური წყალი „ძუღური" 1 ლიტრიან ბოთლებში  გაიყიდება. კომპანიის ფასი 1.5 ლარი იქნება, აფთიაქებში კი 2 ლარი. დაგეგმილია პროდუქტის  მსხვილ სავაჭრო ქსელებშიც შეტანა.

გარდა ამისა, კომპანია „ძუღურმა“ მინერალური წყალი „ლაშიჭალას“ მოპოვების  25-წლიანი ლიცენზია შეიძინა. როგორც ჯოგლიძე აცხადებს, კომპანია აღნიშნული ბრენდითაც ჩამოასხამს წყალს, მისი ფასი სავაჭრო ქსელში 1 ლარი იქნება (1 ლიტრიან ბოთლებში).

მისი ინფორმაცით, ამ დროისთვის მინერალური წყალი „ძუღურის“ დღიური დებეტი 6 ტონაა, თუმცა იგეგმება მოპოვების 10 ტონამდე გაზრდა. რაც შეეხება „ლაშიჭალას“ დებეტს, მისი დღიური დებეტი 50 ტონაა.

შეგახსენებთ, კომპანიამ წყლის საცდელი პარტია 40 ათასი ბოთლი 2016 წლის ზაფხულში ჩამოასხა და გასაყიდად გამოიტანა, თუმცა რთული რელიეფური მდომარეობის გამო, წარმოების პროცესი გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და წარმოება დროებით შეფერხდა.

მინერალური წყალი „ძუღური“ და „ლაშიჭალა“ ცაგერის რაიონში, ლეჩხუმში მოიპოვება. ორივე წყალი დაბალმინერალიზებულია და მისი მიღება დიდი რაოდენობითაც არ არის საზიანო. ჯანდაცვის სამინისტრომ „ძუღურს" მიანიჭა სამკურნალო წყლის კატეგორია. წყალი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებისთვის და ნევროზის დროს. „ლაშიჭალა“ კი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს კურნავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023