ბიზნესი
25/05/2021

მერიკო გუბელაძე: ხალხი მონატრებულია რესტორნებს, თუმცა ფულს ძველებურად ვეღარ ხარჯავს

ცნობილი შეფმზარეული მერიკო გუბელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ სარესტორნო ბიზნესის მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდია მის საკუთრებაში არსებულ ყველა რესტორანში მომხმარებელთა აქტივობა შეინიშნება.  

„ვმუშაობთ რეგულაციების დაცვით, თუმცა, ვუყურებთ ისე, რომ ყველაზე ცუდი უკვე უკან არის. დიდი შეღავათია როგორც ე.წ კომენდანტის საათის შემსუბუქება, ისე მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შაბათ-კვირას შიდა სივრცეებში მუშაობის დაშვებას გულისხმობს. ბევრი ტურისტია ქალაქში, ხალხიც მონატრებულია მსგავსს სივრცეებში სიარულს,“ - აცხადებს გუბელაძე.

მისივე განცხადებით, თუ სიტუაცია ასეთი აქტიურობით გაგრძელდა, რესტორნები 2019 წლის ნიშნულს დაახლოებით 2 წელში დაუბრუნდებიან. როგორც გუბელაძე აღნიშნავს, თუ გასულ თვეებში სარესტორნო ბიზნესი 90%-ით იყო შემცირებული, ახლა ეს მაჩვენებელი 40%-ზე დავიდა.

„პანდემიის პირობებში შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, ხალხი იცავს უსაფრთოების ზომებს. გარდა ამისა, შემცირდა საშუალო ქვითრის ოდენობა, ხალხს აღარ აქვს იმ დოზით ხარჯოს ფული, როგორც ადრე,“ - აცხადებს გუბელაძე.

როგორც ცნობილია, რესტორატორი მერიკო გუბელაძე „შავი ლომის“ და „ლეილას“  მფლობელია. რაც შეეხება „ლისი ლაუნჯის“, ობიექტი პანდემიის გამო დაიხურა და აღარ გახსნილა.

რაც შეეხება შეზღუდვების შერბილებას, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კვების ობიექტები 1 ივნისიდან, შაბათ-კვირას სტუმრების მიღებას შიდა სივრცეებშიც შეძლებენ. 

ამ ეტაპზე კვების ობიექტები მომხმარებლებს შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მასპინძლობენ.

ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხეს, ბანკეტს თუ სხვა.

 

ფოტო: ჟურნალი თორმეტი

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023