ბიზნესი
15/06/2021

მეგასპორტი მთავრობის ინიციატივაზე: ჩვენ ფასდაკლებას არც ბანკი გვთავაზობს და არც მეიჯარე

სრულად ვაქცინირებულებისთვის ფასდაკლებების შეთავაზების ინიციატივას “ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესი ეხმაურება.

როგორც საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე აცხადებს, მთავრობის ამ ინიციატივის შესახებ არაფერი სმენია და მიაჩნია, რომ ეს ბიზნესისთვის დამატებითი წნეხი იქნება.

„მომხმარებელს ისედაც ვთავაზობთ ფასდაკლებებს, რადგან ამის გარეშე არაფერი იყიდება. ახლა კიდევ დამატებითი აქციები ბიზნესს რას მოუტანს? რა ბენეფიტი ექნება? არაფერი ხომ? დამატებით ფასდაკლებას ვერ გავაკეთებ. ჩვენ არავინ გვთავაზობს ფასდაკლებებს - არც ბანკები, არც მეიჯარეები. ამავდროულად გაუმართავი ვაქცინაციის პირობებში სრულიად დისკრიმინაციულია ეს მიდგომა,“ - აცხადებს ჩხეიძე.

„მეგასპორტის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დღეს ბიზნესი ისედაც რთულ მდგომარეობაშია და თუ კომპლექსურად არ მოხდა მიდგომა როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის  მხრიდან და ეს საკითხები ერთიანი ძალისხმევით ბანკებთან, მოიჯარეებთან არ დალაგდა, არაფერი გამოვა. 

მისი განცხადებით, 2019 წელს კომპანიას 11 მილიონი ლარის ბრუნვა ჰქონდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 4 მილიონამდეა შემცირებული.  

შეგახსენებთ, რომ სრულად ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება. მაგალითად, მათ, ვისაც ორჯერ ექნებათ ვაქცინა გაკეთებული, შესაძლოა ფასდაკლებები შესთავაზონ. 

“მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა განიხლება ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი,” - განაცხადა გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023