ბიზნესი
31/08/2021

მეგასპორტი: გვაქვს უფლება, აუცრელი თანამშრომელები უხელფასო შვებულებაში გავუშვათ

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე აცხადებს, რომ იურისტებთან კონსულტაციის შედეგად, კომპანიაში დასაქმებულებს  კოვიდვაქცინაცია უკვე ოფიციალურად მოეთხოვებათ.

„გუშინ დავუგზავნე მენეჯერებს მოთხოვნა. ჩვენ ხომ მოლებშიც ვარ წარმოდგენილი და სავაჭრო ცენტრი იღებს პასუხისმგებლობას, რომ იქ სალაროსთან, კონსულტანტად ან მსგავსს პოზიციებზე დასაქმებულს კვირაში ერთხელ გაუკეთონ PCR ტესტი. თუმცა, ვისაც არ უნდა  აცრა, დამსაქმებელ კომპანიებს გამოგვიგზავნიან ინვოისს, ანუ  ჩვენ დაგვაკისრებენ გადახდას. ამიტომ, 3 სექტებრეამდე მივეცით ვადა, რომ მინიმუმ პირველი დოზით აიცრან.

თუ არ იკეთებს აცრას თანამშრომელი, ოფიციალურად ექიმისგან უნდა მოიტანოს ფორმა N100, სადაც დეტალურად და არგუმენტირებულად იქნება განმარტებული მიზეზი. რეალურად, ამას არცერთი ექიმი არ/ვერ გასცემს, რადგან მთელმა მსოფლიომ პირველ რიგში ონკოლოგიური დაავადებების მქონე და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონენი აცრა. ექიმი რაც არ უნდა ანტივაქსერი იყოს, ასეთ ცნობას ვერ მისცემს, ეს ნონსენსია. შესაბამისად, PCR ტესტის საფასური თავად გადაიხადონ. მე მხოლოდ კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯით გაუკეთებ ტესტს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მაქვს ყველანაირი უფლება, ისინი გავუშვა უხელფასო შვებულებაში. ეს არ არის შრომითი ხელშეკრულების დარღვევა. სხვისთვის ზიანის მიყენება ციხით ისჯება. ჯერ არის გაფრთხილება და შემდეგ 2-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მავნებლობაა ეს. როდესაც იცი, რომ პრობლემაა, სხვებს რისკს უქმნი, მიდიხარ და ხელს უწყობ ვირუსის გავრცელებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამსახურიდან ვაგდებ, ეს ნიშნავს რომ სხვას პრობლემა არ შეუქმნას,“ - აცხადებს ჩხეიძე.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის “მეგასპორტის“ 15-20%-ია მხოლოდ აცრილი.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023