ბიზნესი
02/11/2021

"კულამ" ტყლაპის წარმოება დროებით შეაჩერა

საკონსერვო კომპანიამ „კულა“ ტყლაპის წარმოება ახალ წლამდე დააპაუზა. როგორც „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიამ მიმდინარე წლის სექტემბერში 4 სახეობის წარმოება დაიწყო, თუმცა, კომპანიაში კადრების სიმცირის გამო, დროებით შეაჩერა.

პროდუქტის წარმოება „რაჭული ჩირუკას“ ბრენდით დაიწყო, თუმცა, სარეალიზაციო ქსელში არ გასულა.

„კორონავირუსის პანდემიაა, ზოგი ავადაა, ზოგი იზოლაციაშია, ძალიან განვიცდით კადრის სიმცირეს, კონკურსიც გამოვაცხადეთ, მაგრამ არავინ მოდის. ასევე დავაპაუზე ყველა ის პროექტი, რისი დაწყებაც მინდოდა, მათ შორისააა, ჩურჩხელის წარმოება. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და  ამ პროექტებს ახალი წლისთვის განვაახლებ,“ - აცხადებს გოგლიძე.

მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ჩირის წარმოების გაზრდაც, რომელიც სარეალიზაციო ქსელში იყიდება ქაღალდის შეფუთვასა და ქილებში.

„კულამ“ ჩირის წარმოებისთის გორში 1300 კვ.მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა. პროექტში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“.  „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023