ბიზნესი
09/08/2021

"ქუქი ბეიქერი" წლის ბოლომდე თბილისში მეორე მაღაზიას გახსნის

ერთი თვის წინ გახსნილი ორცხობილების საკონდიტრო მაღაზია “ქუქი ბეიქერი“ გაფართოებას გეგმავს.

წლის ბოლომდე თბილისში მეორე მაღაზიის გახსნაა დაგეგმილი, სამომავლოდ კი „ქუქი ბეიქერის“ ბრენდის მაღაზია რეგიონებშიც იქნება წარმოდგენილი.

2022 წელი თბილისის ათვისებას დაეთმობა ხოლო 2023 წლიდან კომპანიის გეგმაა რომ სხვა საქართველოს მასშტაბით სხვა ქალაქებშიც იყვნენ წარმოდგენილნი.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ღვაბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ვაჟა-ფშაველას N7-ში არსებული  მაღაზია უკვე აქტიურად მუშაობს.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მომხმარებლების რიცხვი შემოდგომიდან კიდევ გაიზრდება.

ნიკოლოზ ღვაბერიძე განმარტავს, რომ პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 400 000 ლარია.

“ქუქი ბეიქერი“ ამ დროისთვის 50-მდე სახეობის საკონდიტრო პროდუქციას, მათ შორის ორცხობილებს აწარმოებს. მაღაზიაში წარმოდგენილია  ტარტები, ტრუფელები. მაღაზიაში მოქმედებს პურ-პუნთუშეულის და დიაბეტური ხაზიც, რომელიც  უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება. იგეგმება ლანჩის მიმართულების გაზრდაც, მათ შორის, განსხვავებული და გამორჩეული სენდვიჩების ხაზის განვითარებაც..

მაღაზია “ქუქი ბეიქერი“ უახლოეს მომავალში ონლაინ გაყიდვებსაც აამოქმდებს.

დამფუძნებელების მთავარი მიზანია, „ქუქი ბეიქერი“ გახდეს მომხმარებლების ყოველდღიურობის ნაწილი, რაც ერთგული მომხმარებლის შეძენას და მათ შენარჩუნებას ნიშნავს ამისთვის კი გუნდში იაზრებენ რომ ხარისხის და გემოვნური თვისებების შენარჩუნება და განვითარება მთავარი საშუალებაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023