ბიზნესი
23/05/2021

კრწანისის რეზიდენციის აუზი: აქტივობა მაღალია, მომხმარებელი მონატრებულია მსგავს სერვისს

„კრწანისის რეზიდენციის აუზის“ გენერალური მენეჯერი ანა ბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აუზი გახსნილია და  პანდემიის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი მომხმარებელიც ჰყავს.

„აქტივობა მაღალია, მომხმარებელი მონატრებულია მსგავსს სერვისს და ეს ამის შედეგია. გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობა და მომხმარებლის მიღება რეგულაციების დაცვით, შეზღუდული რაოდენობით გვიწევს, კომპანიისთვის მომხმარებლების ეს რაოდენობა ცოტაა. აქტივობა იმდენად მაღალია, რომ თუ ასე გაგრძელდა, წლის ბოლოს ძალიან კარგი შედეგი გვექნება,“ - აცხადებს ბერიძე.

მისი განცხადებით, ფასები წინა სეზონთან შედარებით  ნაწილობრივ დაკორექტირდა. ერთჯერადი შესვლის ფასი 5 ლარით გაიზარდა, აბონიმენტების ღირებულება კი იგივე დარჩა.

„კრწანისის რეზიდენციის აუზში“ აბონიმენტების ფასები სამუშაო დღეებში - 550 ლარია, შაბათ/კვირა - 320 ლარი, ყოველდღიური - 650 ლარი, 14 დღე - 420 ლარი, 7 დღე - 280 ლარი.

ერთჯერადი შესვლის შემთხვევაში ორშაბათი-პარასკევის დღეებში ფასი 45 ლარია. 12 წლამდე ბავშვებისთის შესვლის ფასი 25 ლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023