ბიზნესი
18/02/2023

kotejebi.ge ხის კოტეჯებს უცხოეთშიც ააშენებს

ხის კოტეჯების მწარმოებელი ქართული კომპანია kotejebi.ge მომავალი წლიდან სამშენებლო პროცესის დაწყებას უცხოურ ბაზრებზე გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ kotejebi.ge-ის მთავარმა არქიტექტორმა განუცხადა.

როგორც გიორგი მგელაძე ამბობს, ხის კოტეჯების საზღვარგარეთ ექსპორტი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, მათი აშენება ადგილზე ბევრად ხელსაყრელია.

„თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან უკვე მიმდინარეობს. ამჟამად, ამ ქვეყნებს ვერ დაგისახელებთ, თუმცა გვინდა, რომ 2024 წლიდან იქ, ადგილზევე დავიწყოთ ხის კოტეჯების აწყობა“, - განმარტა kotejebi.ge-ის მთავარმა არქიტექტორმა .

მისივე ინფორაციით, მსოფლიო ბაზრების მსგავსად, წლიდან წლამდე, ხის კოტეჯების გაყიდვები იზრდება საქართველოშიც.

„აჭარა, სვანეთი, რაჭა, კახეთი, წალკის რეგიონი - ეს იმ ადგილები მცირე ჩამონათვალია, სადაც საქართველოში, ადგილობრივი წარმოების ხის კოტეჯები დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი. რაც მთავარია, ქართული ხის სახლები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მზადდება - ჩვენი კოტეჯები დაცულია წყალმედეგობაზე, ხანძარმედეგობაზეც და ჭიამედეგობაზეც“, - აღნიშნა გიორგი მგელაძემ.

მისივე ინფორმაციით, წარმოებაში უმეტესად იმპორტირებულ ნედლეულს იყენებენ, რომელსაც ხარისხის შესაბამისი სერთიფიკატი მოჰყვება.

ცნობისთვის, kotejebi.ge ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა და უკვე 230-ზე მეტი დასრულებული პროექტის ავტორია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023