ბიზნესი
18/03/2020

კორონავირუსის გამო საქსტატი მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადადის

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქსტატი მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადადის.

უწყება ზოგიერთი გამოკვლევის ფარგლებში (შინამეურნეობათა  და სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა), პირდაპირი ინტერვიურების მეთოდს სატელეფონო და ონლაინ გამოკითხვის მეთოდებით ჩაანაცვლებს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქსტატი დროებით აჩერებს ინტერვიუერების ვიზიტს რესპონდენტებთან, მონაცემთა შეგროვებას, უახლოესი თვეების განმავლობაში, განახორციელებს სატელეფონო ინტერვიუებისა და ონლაინ გამოკითხვის საშუალებით.

საერთაშორისო და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, საქსტატის თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარე წლის 13 მარტიდან გადასულია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ამასთან, განხორციელდა სადეზინფექციო სამუშაოები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023