ბიზნესი
11/10/2021

კომპანია "აგრიაპი" თაფლის არყის წარმოებას გეგმავს

კომპანია „აგრიაპი“ თაფლის არყის წარმოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ალექსიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ახალი პროდუქტის წარმოების დაწყება  ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ვაკვირდებით და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მივიღებთ. ეს ძვირი პროდუქტია და ძირითადად, ტურისტებზე იქნება გათვლილი,“ - აცხადებს ალექსიძე.

კომპანია ამ დროისთვის  8 ფერმერთან თანამშრომლობს, რომლისგანაც ნატურალურ თაფლს იბარებს და შემდეგ აფასოებს.

როგორც ალექსიძე აცხადებს, საფუტკრე მეურნეობები, საიდანაც „აგრიაპი“  სუფთა და ბუნებრივ მეფუტკრეობის პროდუქტებს იღებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. მათ შორის, წაბლის თაფლს კომპანია საირმის ხეობიდან, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში განთავსებულ საფუტკრე მეურნეობებიდან იბარებს, გაზაფხულის თაფლს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში განთავსებული საფუტკრე მეურნეობებიდან, ხოლო ცაცხვის თაფლი საირმის ხეობიდან, ასევე კახეთიდან, სადაც საფუტკრე მეურნეობა განთავსებულია სოფელ ფშაველში, ომალოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში. კომპანია ასევე ყაზბეგში არსებულ საფუტკრე მეურნეობებთანაც თანამშრომლობს.

ალექსიძე აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის გამორიცხული კომპანიამ საკუთარი ბრენდული მაღაზიის გახსნაზეც იფიქროს.

შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე  2018 წლიდანაა წარმოდგენილი. დღეისთვის ჩვენი კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია უმრავლესობა საცალო ვაჭრობის ქსელებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023