ბიზნესი
16/08/2021

კლუბი მტკვარზე: ძალიან ცოტა დარჩა იქამდე, რომ საერთოდ ვეღარ გავიხსნათ

კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელი ქეთა გაბუნია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ინდუსტრია საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, შესაბამისად, ძალიან ცოტა დარჩა იქამდე, რომ კლუბი „მტკვარზე“ საერთოდ ვეღარ გაიხსნას.

მისი განცხადებით, ეს სიტუაცია კი ზაფხულის სეზონის არასტაბილურობამ მოიტანა. კლუბს ჰქონდა მოლოდინი, რომ ზაფხულში ღია სივრცეებში მაინც იმუშავებდა, თუმცა უშედეგოდ.

„ბათუმში წავედით, ბარი გავაკეთეთ და აქაც არ გვამუშავეს, დაგვხურეს. არადა თბილისში, მწვანე კონცხსა თუ თავად ბათუმშიც ერთი ამბავი იყო და მაინც ჩვენ გვკეტავდნენ. რამდენიმე ობიექტი ყავდათ ამოჩემებული და იქამდე არ მოისვენეს, სანამ ყველანაირი რესურსი არ დახარჯეს ჩვენს გასაჩერებლად. სრულიად გაუგებარი მიზეზებით გვიშლიდნენ ხელს.

ზაფხულის ასე ჩავარდნამ ძალიან სერიოზული ზიანი მოგვაყენა. ვცდილობდით“, - აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მოქმედებს  შემდეგი  წესები:საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს,იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;ბავშვთა გასართობი ცენტრები,კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ღამის კლუბები 2021 წლის 6 მარტიდან დახურულია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023