ბიზნესი
25/05/2021

კინოთეატრი "საქართველოს" შესყიდვით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული

კინოთეატრი “საქართველოს” ამ დრომდე არ გაყიდულა. მიზეზი პანდემია და მისგან განპირობებული ეკონომიკური და ფინანსური გარემოა. კინოთეატრი “საქართველოს” მფლობელი კომპანია შპს "მერიდიანი XXI"-ეა. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ნუგზარ გიგაურმა განუცხადა, ობიექტის მიმართ ინტერესი არის, დაინტერესებულია რამდენიმე ინვესტორი, თუმცა საქმე ხელშეკრულების გაფორმებამდე არ მისულა.

ობიექტის გასაყიდი ფასი 2.5 მლნ დოლარია. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, იყიდება მთლიანად კომპანია, რომელიც კინოთეატრის შენობას ფლობს.

გიგაურის ინფორმაციით, მიწის ფართი 2470 კვ.მ-ს, ხოლო შენობა-ნაგებობების ფართი 2695 კვ. მეტრია. მისი განცხადებით, მყიდველს არ ექნება რაიმე ვალდებულება, მათ შორის არც იმისი, რომ შეინარჩუნოს პროფილი.

როგორც სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს “მერიდიანი XXI”-ის 42%-იანი წილის მფლობელი შპს მ.ს-ია, 33% - ანატოლი სემურიხინი, 25% - ომარ სამადაშვილი.

2014 წლის ოქტომბრის შემდეგ შენობაში სუპერმარკეტების ქსელი “ფურშეტ ჯორჯია” და გასართობი ცენტრი “ბალუ” ფუნქციონირებდა. ახლა ობიექტი დახურულია.

ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კინოთეატრი “საქართველო” ს/ს “ქართული ფილმის” საკუთრება იყო, ის 2007 წელს შპს “მერიდიანი XXI”-ს იჯარის ხელშეკრულებით,  25 წლის ვადით გადაეცა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023