ბიზნესი
14/10/2020

კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი: ვიმედოვნებთ, მალე რუმინეთთან საბორნე მიმოსვლა დაიწყება

„ვცდილობთ შევქმნათ ხარჯთეფექტური დერეფანი, რომელსაც ექნება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობები და დახვეწილი ლოგისტიკა“, - APM TERMINALS POTI-ს გენერალური დირექტორი კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში რუმინეთთან საბორნე მიმოსვლის დაწყება შესაძლებელი იქნება.

„ამ ეტაპზე ძალიან კარგი კავშირი გვაქვს უკრაინასთან საბორნე გადაზიდვების კუთხით, ასევე გვექნება სხვა ქვეყნებთან. მწამს, კარგ კავშირს დავამყარებთ რუმინეთთანაც. ლოგისტიკური ჯაჭვის წევრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი, რომ ვუზრუნველყოთ ეფექტიანი დერეფნის შექმნა“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

რა ვადაში შეიძლება ახალი საბორნე მიმართულების დანიშვნა, მას არ დაუკონკრეტებია.

დაზუსტებით დროს ვერ გეტყვით, როდესაც ჩვენ ახლა აქ ვსაუბრობთ, ადამიანები აქტიურად მუშაობენ, რომ საბორნე მიმოსვლა გვქონდეს რუმინეთთან“, - აღნიშნა ქრისტენსენმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023