ბიზნესი
02/08/2021

კავკასიის ავტოიმპორტი: მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოსახლეობის ინტერესი და მოთხოვნა მეორად ავტომობილებზე, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მასშტაბით, 30%-ით გაიზარდა.

ავტოდილერები ჩაკეტილი საზღვრებისა და დამძიმებული სოციალაური ფონის გათვალისწინებით, მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას ვარაუდობდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიურმა გარემომ  დარგზე თითქმის არ იმოქმედა. შესაბამისად, დღეს კომპანიის შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლებს თითქმის გაუთანაბრდა.

სურგულაძე რეექსპორტის მიმართულებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მხრივ საკმაოდ კარგად იმუშავა ონლაინ მიმართულების გააქტიურებამ, შესაბამისად, რეალიზაციის მაჩვენებელი შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს უბრუნდება.

„ადგილზე ვერ ჩამოდიან, რადგან მეზობელი ქვეყნებიდან თავისუფალი მიმოსვლა მაინც თავისუფლად არ არის, თუმცა ამ ქვეყნებთან ონლაინ ვაჭრობა გააქტიურდა და ეს მიმართულება დაიხვეწა. აქ ჰყავთ წარმომადგენლები, არჩევენ ავტომობილებს, უგზავნიან თავიანთ პარტნიორებს და ასე შემდეგ. ამ სქემამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა. პანდემიამდე რეექსპორტის ქვეყნები იყო აზერბიჯაბი, სომხეთი, უკრაინა. ამ პერიოდში ამ ქვეყნების რიცხვი გაიზარდა და დღეს რეექსპორტი ხორციელდება უკრაინაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ავტომანქანები აქედან ერაყშიც კი გადის,“ - აცხადებს სურგულაძე.

მისი ინფორმაციით, ამავდროულად ავტომობილები არ გაიაფებულა. მისივე განცხადებით, კომპანიის შემოსავლებში 40% ადგილობრივ ბაზარზე მოდის, 60% კი - რეექსპორტზე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023