ბიზნესი
12/05/2021

KARTVELI: აშშ-ში პანდემიის გამო, სტარტაპ ბიზნესებისთვის დახმარებები შეწყვეტილია

პანდემიის პერიოდში, აშშ-ში ყველანაირი სტარტაპ დახმარებები დამწყები ბიზნესებისთვის შეწყვეტილია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ აშშ-ში მოქმედი ქართული კომპანია KARTVELI-ს კომერციულმა დირექტორმა ერეკლა ხაზიურმა განუცხადა.

მისი ინფორმაცით, მიუხედავად ამისა, პანდემიის გათვალისწინებით არსებობს საშეღავათო პერიოდები, როგორც სახელმწიფო ასევე საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან.

კითხვაზე, რამდენად მარტიცია აშშ-ში სტუდენტისთვის დაიწყოს ბიზნესი, ხაზიური აცხადებს, რომ მარტივი არ არის თუმცა, შეძლებადია კონკრეტული მიმართულების პროფესიონალ გუნდთან ერთად.

„ამ ყველაფრის შედარება ქართულ ბიზნეს გარემოსთან შეუძლებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკაში მასშტაბები ძალიან დიდია, შესაძლებლობები უფრო მეტია ვიდრე საქართველოში (სამწუხაროდ) და შრომით, სწორი გათვლებით, გუნდური მუშაობით, სწავლით ყველაფერი შეძლებადია. ამერიკაში ახალგაზრდა სტუდენტმა დაიწყოს ბიზნესი რთულია, თუმცა, სწორი გარემო და საჭირო კონტაქტები ამის საშუალებას იძლევა,” - აცხადებს ხაზიური.

შეგახსენებთ, კომპანია KARTVELI ამერიკაში, ნიუ ჯერსის შტატში, ქალაქ მონროში ქართული ტრადიციული კერძების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ამერიკაში სასწავლებლად და სამუშაოდ წასულმა ახალგაზრდამ, ერეკლე ხაზიურმა მეგობრებთან, ცნობილ შეფ-მზარეულთან მალხაზ მაისაშვილთან და თემურ ცხადაძესთან ერთად დააფუძნა.  ამ დროისთვის კომპანია ხინკლის ნახევარფაბრიკატებს ამზადებს. სამომავლოდ დაგეგმილია ხაჭაპურის წარმოებაც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023