ბიზნესი
28/07/2021

ქართული წარმოების ზეთისხილის საპონი 2022 წლიდან გაიყიდება

ქართული წარმოების ზეთისხილის საპონის წარმოება 1 წლით გადაიდო.  საუბარია კომპანია „ჯეოლაივის“ წარმოებულ საპონზე, რომელიც „ქიზიყის“ ბრენდით გაიყიდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, მიზეზი პანდემია და მისგან გამოწვეული წინააღმდეგებებია. მისი განმარტებით, მწარმოებელი ქარხანა კახეთში მუშაობას სექტემბერში დაიწყებს, რათა ზეთისხილის  რთველს მომზადებული დახვდეს და პროდუქტი გადაამუშაოს.

როგორც სვანიძე აცხადებს, ზეთისხილისგან დამზადებული საპონი გაყიდვაში, „აგროჰაბის“ ქსელში 2022 წლის მარტიდან გამოჩნდება. პროდუქტი საშუალო საფასო სეგმენტში გაიყიდება. წელს კომპანია დაახლოებით 250 ტონა ზეთისხილის გადამუშავებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „ჯეოლაივი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა.

კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი სვანიძე ამბობს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია.

კომპანია ამ დროისთვის ზეთის ხილს, ზეითუნის ზეთსა და საპონს აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023